ოთარ ფარცხალაძე

ქემოკლიძე: იქნებ ფარცხალაძე ენმ-ის მმართველობისას გადაიბირეს და "მძინარე აგენტი" იყო?

აშშ-ს კონკრეტულმა უწყებებმა ქართულ სპეცსამსახურებს, ამ შემთხვევაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტს უთხრეს, რომ თქვენ უბრალოდ არ არსებობთ, თქვენთან ჩანერგილი იყო "თხუნელა“. თხუნელა არის სპეციალური ტერმინი, რომელიც ზეგავლენას... და ამავე დროს, ეს ადამიანი [ოთარ ფარცხალაძე] სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ახორციელებდა პოლიტიკაზე ზეგავლენას და არა მარტო პოლიტიკაზე.

ახლა ამოცანა გვეკითხება რას? რა იყო ზეგავლენის ხარისხი, რა იყო სახელმწიფო ინტერესების და ეროვნული უსაფრთხოების ზიანის ხარისხი, როდის მოხდა ამ ადამიანის გადაბირება, იქნებ და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის, მათი ხელისუფლების დროს იყო გადაბირებული და მთელი ამ წლების განმავლობაში უბრალოდ ე.წ. მძინარე აგენტი იყო? თეორიულად ესეც შესაძლებელია, თქვენ წარმოიდგინეთ. ქართულ ოცნებას რომ ტვინი და კომპეტენცია ჰქონდეს, გულწრფელი რომ ვიყო, მე ამ იდეას უფრო გავუწევდი ლობირებას, რათა უფრო ნაკლებად დაზიანებულიყვნენ, მაგრამ ამდენი კომპეტენციაც არ აქვთ, თქვენ წარმოიდგინეთ.

გახარია-საქართველოსთვის წევრი, საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ყოფილი უფროსი კახაბერ ქემოკლიძე TV პირველის ეთერში ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე.

კომენტარები