ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი: აშშ და ჩვენი მოკავშირეები აგრძელებენ მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას

ჯო ბაიდენი გაეროს გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოდის, 2023 წელი
ABCNews

ჯო ბაიდენი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. აშშ-ს პრეზიდენტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უკრაინის მხარდაჭერისკენ და უსაფრთხოების საბჭოში რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა.

"რუსეთს სჯერა, რომ მსოფლიო დაიღლება და უკრაინის ჩაგვრას შეარჩენს. მე გეკითხებით: თუ აგრესორს დავაკმაყოფილებთ და უარს ვიტყვით გაეროს ძირითად პრინციპებზე, შეძლებს რომელიმე წევრი ქვეყანა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ დაცულია? თუ დავუშვებთ უკრაინის დანაწევრებას, შევძლებთ სხვა ქვეყნების ერთიანობის უზრუნველყოფას? პასუხი უარყოფითია. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ამ შეუმალავ აგრესიას დღეს, რათა შევაკავოთ პოტენციური აგრესორები ხვალ. აი ამიტომ აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მთელს მსოფლიოში აგრძელებენ მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, იმ ხალხის, რომელიც იცავს საკუთარ ტერიტორიებს და სუვერენიტეტს". – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა მრავალწლიანი შეთანხმება დაარღვია:

"თითქმის 50-წლიანი პროგრესის შემდეგ, რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას მოჰყვა რუსეთმა დაარღვია შეთანხმება. ეს არის უდიდესი უპასუხისმგებლობა, რომლის გამოც სამყარო გაცილებით უფრო საფრთხის შემცველი ადგილი გახდა".

აშშ-ს პრეზიდენტის აზრით გაეროს უსაფრთხოების საბჭოში არსებული ქვეყნების რაოდენობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს:

"ჩვენ უნდა შევძლოთ ჩიხიდან გამოსავლის პოვნა. გვჭირდები მეტი ხმა, ნაკლები მოსაზრება".

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი დღე მიმდინარეობს. ასამბლეაზე პირველ დღეს სიტყვით წარდგება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

კომენტარები