ოპოზიციას ძალიან აღიზიანებს ხოლმე კონსტიტუციის ყოველი ხსენება, რადგან მათი მთავარი ამოცანაა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა. რევოლუციას სხვანაირად ვერ მოაწყობენ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო საქართველოს კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად ადგილსამყოფელისა, განურჩევლად ყველაფრისა და კეთილი ინებონ, ჩაიხედონ ხოლმე საქართველოს კონსტიტუციაში. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, ოთარ ფარცხალაძე იქნება, ირაკლი კობახიძე, პეტრე, თუ პავლე...
ჩვენ გვევალება მიხეილ სააკაშვილის დაცვაც კი. მიხეილ სააკაშვილსაც კი ვიცავთ, ხომ? ვუვლით, ვპატრონობთ, ვზრუნავთ მასზე საავადმყოფოში. ასეთი დანაშაულები აქვს კაცს ჩადენილი და მასზეც კი ზრუნავს სახელმწიფო, რატომ? იმიტომ, რომ... საქართველოს მოქალაქეც არ არის და მაინც ვზრუნავთ – მით უმეტეს, როცა საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეს. ყველას მიმართ მფარველობა არის სახელმწიფოს ვალდებულება.





