სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

დაუშვილი სუს-ის განცხადებაზე: რაიმე გამორიცხულია-თქო, მე როგორ უნდა ვთქვა

რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იყო ბატონ ნიკა მელიაზე. საუბარი იყო ენმ-ზე, რას აპირებდნენ, რას აკეთებდნენ და როგორ აკეთებდნენ 2019 წლის 20 ივნისს. ამიტომ, რაიმე გამორიცხულია-თქო, მე როგორ უნდა ვთქვა [...] საზოგადოებას უნდა აჩვენონ, საერთოდ საიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი და თუ რაიმე გამოსაძიებელია, რა თქმა უნდა, უნდა გამოიძიონ და თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისი პირები უნდა დაისაჯონ.

ამბობს გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრი მიხეილ დაუშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი" ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.

კომენტარები