სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

CANVAS-ის დირექტორი: არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავთ, სუს-ის მიზანი ადამიანების დაშინებაა

სუს-ი ლაპარაკობს გადატრიალებებზე... რასაც ყოველთვის აკეთებს და ამჯერად ამ ყველაფერში ამატებს ორგანიზაცია კანვას-ს. კანვას საქართველო-ს დირექტორი ამჟამად ვარ მე და არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ. განცხადების ერთადერთი მიზანია აქტიური ადამიანების დაშინება! პირადად ჩემს წინააღმდეგ განცხადება გავრცელდა გაზაფხულზე. განცხადების ავტორი იყო კობახიძე და მაშინაც "ექსტრემისტი" მეძახა. ბოლო 20 წელია უამრავ ჯგუფთან და აქტივისტთან მიმუშავია და ჩემთვის ძვირფასი საქმეა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ადამიანებთან ერთად ფიქრი და მოქმედება უკეთესი მმართველობის სისტემების შესაქმნელად. რასაც სუს-ი აკეთებს დღეს, ასეთი განცხადებები მომისმენია ავტორიტარული სახელმწიფოებისგან. მიუხედავად ყველაფრისა, მე გავაგრძელებ ჩემ საქმეს, არაძალადობრივი კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელებას!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი მელაძე ეხმაურება სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, ხოლო ორგანიზაცია კანვა აღნიშნული მოვლენისთვის ახალგაზრდების გადამზადებით არის დაკავებული. 

კომენტარები