კახეთი

კახეთში მამაკაცს ნადირობისას ტყვია მოხვდა და ადგილზე დაიღუპა

კახეთში, გურჯაანის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 33 წლის მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი მეგობართან ერთად ფრინველზე სანადიროდ იყო წასული. ნადირობისას მამაკაცის თანასოფლელს ტყვია გაუვარდა, რომელიც მას თავის არეში მოხვდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.  

კომენტარები