უბედური შემთხვევა

სამხრეთ კორეელი ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით "ქრისტეს ჯარისკაცების" წევრები დააკავეს

მკვლელობაში ეჭვმიტანილები 
CNN

რელიგიური დაჯგუფება "ქრისტეს ჯარისკაცების" 6 წევრი სამხრეთ კორეელი ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ში, ჯორჯიას შტატში მდებარე გვინეტის ოლქის პოლიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გვინეტის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საინფორმაციო გამოშვებაში ამბობს, დაახლოებით 20-დან 30 წლამდე ასაკის ქალი საღამოს საათებში "ჯუჯუ საუნას" გარეთ, მანქანის საბარგულში იპოვეს. 

სამედიცინო ექსპერტიზის ცნობით, არასწორი კვება შესაძლებელია ქალის სიკვდილის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი ყოფილიყო, თუმცა, პოლიციის თქმით, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, შესაბამისად, სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ დასადგენია. 

პოლიციამ შეძლო დანაშაულში ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირება - მათ შორის არიან 15 წლის მოზარდი და, ამასთანავე, 5 ადამიანი, რომელთა ასაკი 22-დან 26 წლამდე მერყეობს. 

კომენტარები