რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს, უკრაინის რამდენიმე ქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

УП

16 სექტემბერის დილას რუსულმა სამხედრო ძალებმა ხარკოვი დაბომბეს. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი და ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი ადასტურებენ.

ამავდროულად, სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ ხარკოვს რუსმა სამხედროებმა, სულ მცირე, 4-ჯერ დაარტყეს. მისივე თქმით, დარტყმების ადგილზე საგანგებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

უკრაინის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაშია გამოცხადებული. საჰაერო ძალების წარმომადგენელთა ცნობით, არსებობს ბალისტიკური თავდასხმის საფრთხე.

უკრაინის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობას სიფრთხილის შენარჩუნებისკენ და თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

კომენტარები