ოთარ ფარცხალაძე

კალაძე ფარცხალაძის დასანქცირებაზე: ჩატარდება მოკვლევა და ყველაფერი ობიექტურად გაირკვევა

პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა. აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა. დღეს მოვისმინეთ განცხადებები მოკვლევასთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ რუსეთისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ ვუერთდებით, თუმცა ყოველთვის ვითვალისწინებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება და იმ შეხვედრებზე, რომლებიც შემდგარა ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მადლობებიც კი მიგვიღია. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც.

ოთარ ფარცხალაძე სისტემაში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა. მე მგონი, ის უკვე 9-10 წელია საჯარო სამსახურში არ საქმიანობს, დაკავებულია კერძო საქმეებითა და ბიზნესებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ყველა შემთხვევაში. პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ასევე ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებზე გვერდის ავლისთვის. ჩატარდება მოკვლევა და ყველაფერი ობიექტურად გაირკვევა.

თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის მხრიდან ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, "ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს".

კომენტარები