სააკაშვილი: გვჭირდება გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია

ლევან ხაბეიშვილი ძალიან ბევრს მუშაობს და ავლენს უშიშრობას, ჩვენ გვყავს ახალი ვარსკვლავები, მაგალითად სოფო ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ალექსანდრე კრევო-ასათიანი, მაგრამ ძალიან გვჭირდება უკვე გამოცდილი მებრძოლების - კობა ნაყოფიას, გიორგი კირთაძის და ეკა ხერხეულიძის წინ წამოწევა. ისევე როგორც გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია. ჩვენ მიდგომებს იმაზე ვერ ავაგებთ, თუ როდის ვინმესგან რა გვეწყინა. მთავარია ადამიანი ქვეყნის ერთგული იყოს და ბრძოლაში გამოიჩინოს თავი.

ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია ფორმულასთან.

კომენტარები