რუსეთი-ჩინეთი

მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობამ "უპრეცედენტო ისტორიულ დონეს" მიაღწია - პუტინი

Mikhail Metzel/POOL/TASS

რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობამ "უპრეცენდენტო ისტორიულ დონეს" მიაღწია. 

პუტინმა, რომელიც აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩინეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა, თქვა, რომ მას და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს, როგორც საქმიანი, ასევე პირადი მეგობრული ურთიერთობა აქვთ. მისი თქმით, ეს დაეხმარება სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარებას. 

"რუსეთსა და ჩინეთს შორის ეკონომიკურმა თანამშრომლობამ მიაღწია ძალიან მაღალ დონეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რასაც პოლიტიკურ სფეროში მივაღწიეთ. შედეგები არა მხოლოდ კარგი, არამედ შესანიშნავია". – თქვა პუტინმა ჩინეთის ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრაზე.

პუტინმა აღნიშნა, რომ ვაჭრობა რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოველწლიურად იზრდება და ეს ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდება. 

აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი ყოველ წელს, რუსეთის ქალაქ ვლადივასტოკში იმართება და მისი მიზანი რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონების ეკონომიკური განვითარება და აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებთან ურთიერთობის გაღრმავება. 

2023 წელს, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 10-13 სექტემბრის პერიოდში იმართება და მას ესწრება რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ასევე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და აზიის სხვა სახელმწიფოების მაღალჩინოსნები. 

კომენტარები