ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი: ტრამპი არასდროს დაუჭერს მხარს პუტინს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთის პრემიერმინისტრ პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კიევში. 2023 წლის 1 ივლისი
REUTERS/Viacheslav Ratynskyi

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მხარს არ დაუჭერს

"რუსეთის ლიდერი ვერ მიიღებს ტრამპის მხარდაჭერას, რადგან ამერიკელები ამას არ გააკეთებენ". - აღნიშნა ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში.

ზელენსკის თქმით, ის ელის, რომ აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ გამარჯვების შემთხვევაში, კიევის მხარდაჭერას განაგრძობს.

კომენტარები