ფინეთი-რუსეთი

რუსეთმა ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზების მოწყობა დაიწყო – ფინური მედია

რუსეთმა ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზების მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფინური გამოცემა Yle სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს

Yle-ს მიერ მოპოვებული სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსეთმა ასევე ააშენა ახალი სამხედრო ბაზა პეტროზავოდსკში. 

2022 წლის ზაფხულში ფინურმა გამოცემამ ბაზის რამდენიმე სატელიტური სურათი განიხილა. ისინი მიუთითებენ, რომ შენობები საძირკვლიდან სრულ სიმაღლემდე ერთ დღეში აშენდა. პირველი ბაზა 9 ივლისს აშენდა, ხოლო მეორე კი - 28 ივლისს. უახლესი სატელიტური სურათი აჩვენებს მესამე მსგავს სტრუქტურას. ის 11 აგვისტოს, ასევე ერთ დღეში აშენდა.

Yle-ს სამხედრო ექსპერტის ინფორმაციით, მშენებლობის სწრაფი ტემპი მშენებლობის ახალ მეთოდზე მიუთითებს. 

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ტექნოლოგია გამოიყენება ჩრდილოეთ რეგიონში. როგორც ჩანს, მასალას შეუძლია სიცივეს გაუძლოს". - ამბობს ფინეთის არმის გადამდგარი მაიორი, მარკო ეკლუნდი.

მისივე თქმით, საზღვართან აგებული სამხედრო საწყობი სარემონტო მდგომარეობაშია და, სავარაუდოდ, შემოდგომა-ზამთრის ნალექიან ამინდებში ტექნიკის შესანახად გამოიყენებენ.

კომენტარები