გერმანია-უკრაინა

უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების სწრაფად მიწოდება შეუძლებელია – ბერბოკი

Tobias Schwarz/AFP via Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უკაინისთვის Taurus-ის ტიპის საჰაერო ბაზირების ზუსტი დამიზნების მქონე ფრთოსანი რაკეტების გადაცემასთან დაკვშრებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ რაკეტების სწრაფად მიწოდება შეუძლებელია. ამის შესახებ მან Ouest France-თან ისაუბრა.

"ეს არ არის ის, რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს - როგორც ლეოპარდის ტანკებისა და IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემის შემთხვევაში - რადგან ყველა დეტალი წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული." - თქვა ბერბოკმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად და თავდაცვის ხაზის უკან რუსეთის მიწოდების ხაზებზე დარტყმისთვის ნაღმების სარტყლის გადალახვა აუცილებელია, ამიტომ უკრაინის მოთხოვნა უფრო დიდი დიაპაზონის რაკეტებზე მისთვის გასაგებია.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას ბლოკავდა. 

ოლაფ შოლცის წინააღმდეგობის შესახებ მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) დაწერა. 

"ახლა მას არ სურს Taurus-ების მიწოდება, თუმცა ახლა უკრაინაში ხალხი იღუპება. რას ელოდება კანცლერი შოლცი? ის ერთადერთია, ვინც კოალიციის შიგნით ამ გადაწყვეტილებას ბლოკავს" - წერს ბუდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანი.

კომენტარები