გიგა ბოკერია

ბოკერია ენმ-ზე: თუ შენი კრედო ყველაფრის ფასად ტივტივია, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებ

თუ იძახი, რაც იქცა ამ პოლიტიკური ძალის და იქ მყოფი ადამიანების კრედოთ, რომ ნებისმეირ ფასად უნდა ვიტივტივოთ და ეს ხდება ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნების ხარჯზე და ზუსტად იმ მავნებლობის წახალისების ხარჯზე, რითიც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ანუ ეგ იმ ხაზის გაგრძელებაა, რომ ქართულ ოცნებას უნდა დავემსგავსოთ, რათა მოვუგოთ. ოღონდ, როდესაც მას ემსგავსები, აკეთებ ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეს. თუ იძახი, რომ ბელადი ყოველთვის მართალია - მაშინაც, როდესაც იძახის, რომ უკრაინელი პოლიტიკოსია, ხვალაც, როდესაც იძახის, რომ მის გარეშე არაფერი გამოვა, ან როდესაც იძახის, რომ საერთოდ აღარ მოეკითხება და ვეღარ მოვთხოვთ საღ აზრს, ყველა ამ ჯერზე შეგიძლია რომ გაამართლო. როდესაც შეგიძლია, რომ ქართული ოცნების წიაღში მყოფი ადამიანი ვარდების რევოლუციის ლიდერის სახედ აქციო, ამ ხალხმა მოახდინა იმის დეკლარირება, რომ რადგან ივანიშვილი ასეთი უზნეოა და მაინც მოგვიგო, ესეიგი ეს არის თამაშის წესები, ოღონდ ამავე დროს ყველანი ვხვდებით, რომ ამ ყველაფერმა ქვეყანას უზარმაზარი დარტყმა მიაყენა. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია ტვ პირველის ეთერში. 

კომენტარები