პაპუაშვილი: ბორელთან ხაზი გაესვა, რომ EU-სთვის მიუღებელია ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა

ვფიქრობ, რომ მთავარი რაც არის, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც, იყო საკითხი დასმული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თავის მხრივ,  ამავე დროს, ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლებისა, მცდელობა, რომელიც ჩვენ გვესმის სამწუხაროდ საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან და სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან და ევროპელი პოლიტიკოსისგან.

მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირისთვის ასეთი დამოკიდებულება, რაც შეეხება გამიჯვნას ხალხისა და  ხელისუფლების. 

ხალხი, ხელისუფლება და ქვეყანა, ეს არის ერთიანი ორგანიზმი და თუ კი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის, ხალხის, ხელისუფლების მიმართ, რომელიც წარმოადგენს საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები