სახდეპი

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და მხარეებს, ერთად იმუშაონ სტატუსის მისაღწევად – სახდეპი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ვედანტ პატელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის თქმით, საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან პრესბრიფინგზე ისაუბრა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებდა "საქართველოს პრორუსი მთავრობის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობაზე", პატელმა უპასუხა, რომ "ერთიანი საქართველო არასდროს ყოფილა ასე აუცილებელი".

"ჩვენ მკაფიოები ვიყავით, ისევე როგორც ქართველი ხალხი. ჩვენც რაც ნათლად ვნახეთ არის ის, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს ნათელი საგზაო რუკა მისცა, რათა კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ გაერთიანდნენ ახლა და ერთად იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად, განსაკუთრებით იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. საქართველოს გაერთიანების საჭიროება არასოდეს ყოფილა ასე აუცილებელი". - ამბობს პატელი.

კომენტარები