იაპონია

იაპონელმა კაცმა კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის განზრახ გაჩენა აღიარა

REUTERS

იაპონელმა შინჯი აობამ კიოტოში მდებარე ცნობილ ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის განზრახ გაჩენა აღიარა.

2019 წლის 18 ივლისს კიოტოს ანიმაციის სტუდიაში განზრახ გაჩენილი ხანძარი შეფასებულია როგორც იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მკვლელობა. ხანძარს შენობის ზედა სართულზე ჩარჩენილი 36 ადამიანი ემსხვერპლა - უმეტესად ახალგაზრდა ანიმატორები, დაშავდა 32 ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურორები, სავარაუდოდ, შინჯი აობას სიკვდილით დასჯას მოითხოვენ, დამცველი ადვოკატები, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, დამნაშავის გამართლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ბრალდებული თავდასხმის მომენტში აგონიაში იყო.

45 წლის აობა, რომელიც დამწვრობის შედეგად კინაღამ თავადაც გარდაიცვალა, კიოტოს რაიონულ სასამართლოში 4 სექტემბერს ინვალიდის ეტლით გამოცხადდა.

"ვგრძნობდი, რომ სხვა გზა არ მქონდა, გარდა იმისა, რომ გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე, მაგრამ არ მეგონა, რომ ამდენი ადამიანი მოკვდებოდა და ახლა ვფიქრობ, რომ ძალიან შორს წავედი”. - თქვა მან.

შინჯი აობას საბოლოო განაჩენს 2024 წლის იანვარში გამოუტანენ.

კომენტარები