დმიტრი მურატოვი

მურატოვი Новая газета-ს მთავარი რედაქტორის პოსტს ტოვებს, რათა "აგენტის სტატუსი" გაასაჩივროს

დიმიტრი მურატოვი
BBC

ნობელის პრემიის ლაურეატი დიმიტრი მურატოვი, რომელიც 1-ელ სექტემბერს უცხოეთის აგენტების სიაში შეიყვანეს, დროებით Новая газета-ს მთავარი რედაქტორის პოსტს ტოვებს, რათა იუსტიციის სამინისტროს მიერ მისთვის მინიჭებული სტატუსი სასამართლოში გაასაჩივროს.

"მურატოვი კატეგორიულად არ ეთანხმება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას და უჩივის. დიმიტრი მურატოვის მთავარი რედაქტორის სტატუსი სასამართლო პროცესს აფერხებს". - იტყობინება Новая газета.

მთავარი რედაქტორის მოვალეობას დროებით მურატოვის მოადგილე სერგეი სოკოლოვი შეასრულებს.

Новая газета რუსეთში 1993 წლის აპრილიდან გამოდის. 1995 წელს დიმიტრი მურატოვი მთავარი რედაქტორი გახდა. 2021 წლის ბოლოს მას აზროვნების თავისუფლების, როგორც დემოკრატიისა და მშვიდობის შეუცვლელი პირობის შენარჩუნების მცდელობისთვის, ნობელის პრემია.

კომენტარები