რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: უკრაინელი სამხედროები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით დაწინაურდნენ

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW-ის) ანგარიშის მიხედვით, კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი სამხედროები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით დაწინაურდნენ. 

ანგარიშში წერია, რომ უკრაინელი სამხედრო ოფიცრები ღიად საუბრობენ უკრაინის ომში წინსვლის პერსპექტივაზე. მაღალჩინოსნებმა ასევე აღნიშნეს, რომ პროგრესს აფერხებს რუსული დანაღმული ველები.

"უკრაინულმა სამხედრო ნაწილებმა გაარღვიეს რუსული თავდაცვის პირველი ხაზი". – ამბობს უკრაინელი გენერალი ოლექსანდრ ტარნავსკი. 

რუსული ძალების მიერ გამაგრებული შემდეგი დასახლება რობოტინეა. კონტრშეტევა სწორედ დასახლების მიმართულებით გაგრძელდება.

რაც შეეხება რუსულ მხარეს 3 სექტემბერს სამხედრო დრონებმა უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. ასევე რუსი სამხედროები აქტიურად ზრდიან პირად შემადგენლობას, თუმცა ახალი კადრების ცოდნა და კვალიფიკაცია კითხვის ნიშნებს აჩენს. 

რამდენიმე რუსული წყარო ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელები მდინარე დნეპრის მარცხენა მხარეს, ოკუპირებული ხერსონის მახლობლად პოზიციებს ამაგრებენ. 

კომენტარები