რუსეთი

სანქტ-პეტერბურგში ნავთობის საცავი იწვის

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში ნავთობის საცავი იწვის. გამოცემა Ukrainska Pravda-ს ინფორმაციით, ცეცხლი კრასნოგვარდეისკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზას უკიდია.

ადგილობრივების თქმით, რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარე რუჩიის ნავთობის საცავში აფეთქების ხმა გაიგეს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძარი ერთ-ერთი ავზის აალებამ გამოიწვია. 

კომენტარები