ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ფორმულა

ჩოხატაურში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი საინფორმაციო კამპანიის დროს მოხდა. პარტიის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ.

როგორც ოპოზიცია ამბობს, თავდასხმაში ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვასილ ჩიგოგიძესთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ.

"ჩამოვედით ჩოხატაურში იმისთვის, რომ ჩიგოგიძის დავალებით ნოდარ დუმბაძის სკვერი იყიდება და გვინდოდა, საინფორმაციო ფლაერები დაგვერიგებინა მოსახლეობისთვის. ჩიგოგიძემ დაგვახვედრა საკუთარი სამეგობრო, კრიმინალები, ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ და არ მოგცეს საშუალება, რომ საინფორმაციო ფლაერები დაგვერიგებ ინა . ეს არის ქართული ოცნების სახე და მათი მიდგომა იმაზე, თუ როგორ უნდა გადაჭრან პრობლემა, თუ რაღაც არ მოსწონთ, მაინც გააკეთებენ." - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები