ფიზიკური ძალადობა

კასპში შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში ქუჩაში დატოვეს

კასპში შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 33 წლის კაცი მანქანით გაიტაცეს, სცემეს და უგონო მდგომარეობაში ქუჩაში დატოვეს. ინფორმაცია კასპში მცხოვრებმა ირაკლი მილაძემ გაავრცელა. 

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები