ფიზიკური ძალადობა

მერილ სტრიპი ფიზიკურ თავდასხმაზე: თავს მკვდრად ვაჩვენებდი სანამ დარტყმები შეწყდა

ნიუ იორკში საერთაშორისო პრესის თავისუფლების დაჯილდოებაზე მერილ სტრიპმა თქვა, რომ საკუთარი გამოცდილებიდან იცის ძალადობის საშინელება.

ოსკაროსანმა მსახიობმა ორი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც მას ფიზიკურ ძალადობასთან გამკლავება მოუხდა.

"ერთხელ თავს მკვდრად ვაჩვენებდი და ვიცდიდი, სანამ დარტყმები შეწყდა" თქვა მან ქალების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე საუბრისას.

"მეორედ სხვაზე ძალადობდნენ და მე უბრალოდ გავგიჟდი და გამოვეკიდე ამ კაცს. ჰკითხეთ შერს, ის იქ იყო. თავდამსხმელი გაიქცა. ეს სასწაული იყო." თქვა მერილ სტრიპმა.

მსახიობის თქმით ამ შემთხვევებმა ის შეცვალა. მისი თქმით იმ ფაქტმა, რომ ქალები მუდმივად დაჩაგრულები იყვნენ მათ მოსალოდნელი საფრთხის შეგრძნება გაუმძაფრა.

მერილ სტრიპის თქმით არასდროს ყოფილა უფრო აღმაფრთოვანებელი, დამღლელი და სახიფათო დრო იმისათვის, რომ იყო საგამოძიებო ჟურნალიზმში, განსაკუთრებით ქალებისათვის, რომლებსაც უწევთ აიტანონ "სპეციალური კოქტეილი შხამით და მასხრად აგდებით" რასაც ყოველთვის ახლავს სექსუალური შევიწროების საფრთხე.

კომენტარები