ავტოსაგზაო შემთხვევა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, დაღუპულები თურქეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულთა შორის არიან ერთი თურქეთის და ერთი საქართველოს მოქალაქე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები