პაკისტანი

პაკისტანის ყოფილ პრემიერმინისტრს წინასწარი პატიმრობის ვადა ორი კვირით გაუხანგრძლივეს

Akhtar Soomro/Reuters

პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრი, იმრან ხანი წინასწარ პატიმრობაში კიდევ ორი კვირით დატოვეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს. 

იმრან ხანის წინააღმდეგ საქმე საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ბრალდებით აღიძრა. 

იმრან ხანმა აშშ-ში პაკისტანის ელჩისგან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია გაასაჯაროვა და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. 

"ჩვენ სასამართლოსგან ვითხოვთ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.და ეს საკითხი შაბათს განიხილება" - თქვა პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრის ადვოკატმა. 

იმრან ხანის პატიმრობის გაგრძელების ბრძანება კორუფციის საქმეზე მისი სამწლიანი პატიმრობის გაუქმების მეორე დღეს გამოვიდა. 

კომენტარები