რუსეთი-ჩინეთი

Bloomberg: დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პუტინი უცხოეთში პირველად იმოგზაურებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი
Sputnik/Gavriil Grigorov/Kremlin

Bloomberg-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი პუტინი რუსეთის საზღვრებს მისი დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პირველად დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩინეთს ეწვევა. პუტინის სავარაუდო ვიზიტი ჩინეთში ოქტომბერში არის დაგეგმილი და დიდი ალბათობით, ჩინეთის სარტყელისა და გზის ინიციატივის (BRI) ფორუმს დაემთხვევა. 

Bloomberg-ის წყაროს ცნობით, პუტინმა მიიღო სი ძინპინის მიწვევა ფორუმზე დასწრებასთან დაკავშირებით. 

უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი 17 მარტს გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

2023 წლის მარტის შემდეგ პუტინს რუსეთის ტერიტორია არ დაუტოვებია. 

ჩინეთს რომის სტატუტზე ხელი მოწერილი არ აქვს, რაც არეგულირებს ქვეყნის ქცევას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ. წინა კვირას პუტინი არ დაესწრო BRICS-ის სამიტს სამხრეთ აფრიკაში. 

კომენტარები