თეა წულუკიანი

სამინისტრო: თეა წულუკიანი ოკინავური გოჯუ-რიუ კარატეს დოჯოს ესტუმრა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, თეა წულუკიანი ტრადიციული ოკინავური კარატეს - გოჯუ-რიუს დოჯოში - კარატე კაიკანში იმყოფებოდა.

"სპორტის მინისტრს კარატე კაიკანში გოჯუ-რიუს ოსტატმა, ოკინავური კარატეს განვითარების ასოციაციის პრეზიდენტმა, მასააკი იკემიიაგიმ უმასპინძლა.

თეა წულუკიანი ოკინავური კარატეს ტრადიციებს გაეცნო და ოსტატ მასააკი იკემიიაგისთან ერთად საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას და საქართველოში ოკინავური კარატეს - გოჯუ-რიუს განვითარებას.

საუბარი შეეხო საქართველოს გოჯუ-რიუს ფედერაციასაც. სპორტის მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ოკინავური კარატეს ფედერაციის წვლილი სპორტის ამ სახეობის განვითარებაში და გამოხატა სპორტის სამინისტროსა და ოკინავური კარატეს ფედერაციას შორის არსებული თანამშრომლობის გაუმჯობესების სურვილი" - აცხადებს სამინისტრო.

კომენტარები