რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ფინეთში რუსული ნეო-ნაცისტური ჯგუფის ლიდერი, იან პეტროვსკი დააკავეს

Giovanni Pigni

ფინეთში რუსული ნეო-ნაცისტური ჯგუფის, რუსიჩის ლიდერი იან პეტროვსკი დააკავეს. მისი დაკავების მიზეზი შენგენის ზონის სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევა იყო. ის დღემდე პატიმრობაში რჩება. ფინეთის პოლიციამ პეტროვსკის წინასწარი დაკავების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რათა წარიმართოს მილაპარაკებები მისი ექტრადაციის საკითხზე. 

იან პეტროვსკი ევროკავშირის და აშშ-ს მიერ სანცირებული პირია, 2014-2015 წლებში ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გამო. 

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, იან პეტროვსი 2022 წლიდან რუსული ნეო-ნაცისტური ჯგუფის, რუსიჩის მეთაურია. მან ჩაანაცვლა მილჩალკოვი, რომელიც 2022 წლის ხარკოვის ბრძოლებისას დაიჭრა. 

ვაგნერთან დაკავშირებულ Telegram არხზე წერენ, რომ იან პეტროვსკი ფინეთში ერთი თვის წინ დააკავეს. აღნიშნულ არხზე ასევე წერენ, რომ იან პეტროვსკი უკრაინის ომამდე ნორვეგიაში ცხოვრობდა. ნორვეგიამ 2016 წელს პეტროვკის დეპორტაცია მოახდინა, ნორვეგიისთვის უსაფრთხოების რისკების გამო. 

იან პეტროვსკი დაქირავებული სამხედრო იყო, რომელიც რუსეთის მხარეს მსოფლიოს მრავალ წერტილში, მათ შორის სირიასა და უკრაინაში იბრძოდა. 

 

კომენტარები