განვითარებადი ბაზრების უდიდესი გაერთიანების, BRICS-ის ლიდერებმა თქვეს, რომ შემდეგი წლიდან გაერთიანებაში ექვსი ახალი ქვეყანა მოიწვიეს. მოწვეულ ქვეყნებს შორის არიან: საუდის არაბეთი, ირანი, ეთიოპია, ეგვიპტე, არგენტინა და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.
BRICS-ის გადაწყვეტილება სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ სოციალურ ქსელ X-ში დაადასტურა.
"ჩვენ მივიღეთ კონსენსუსის პირველი ეტაპი გაერთიანების გაფართოების პროცესში" - თქვა რამაფოზამ.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოზას თქმით, მოწვეული ქვეყნები გაერთიანების წევრები 2024 წლის 1 იანვრიდან გახდებიან.