რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიან გეგმას ამზადებს – შარლ მიშელი

Frederick Florin/AFP/Getty Images

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიან გეგმას ამზადებს, რომელიც ჯამში 50 მილიარდ ევროს შეადგენს

"რუსეთის ხისტი ტაქტიკა და უკრაინულ პორტებზე თავდასხმა მიმართულია მსოფლიოში შიმშილის გავრცელებისკენ. ამიტომ ჩვენ მივესალმებით უკრაინის მცდელობას, მოძებნოს მარცვლეულის ექსპორტის ახალი გზები, კერძოდ, თურქეთის ჩართულობით. ევროკავშირი მხარს უჭერს მცდელობას, მოხვდეთ ახალ ბაზრებზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ბრძოლა თქვენი მომავლისთვის, თქვენი ოცნების რეალიზაციისთვის". - თქვა მიშელმა.

სამიტზე სიტყვით გამოვიდა იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდაც და პირობა დადო, რომ უკრაინას 7 მილიარდ დოლარამდე დახმარებას გაუწევს და ომის შემდგომ უკრაინის რეკონსტრუქციაში მონაწილეობას მიიღებს.

"იაპონია უკრაინელი ხალხის მხარესაა, რათა უზრუნველყოს მშვიდობა და კვლავ დააბრუნოს ისინი უკრაინულ ულამაზეს მიწაზე". - თქვა მან.

კომენტარები