რუსული ოკუპაცია

ოკუპანტებმა ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს

რადიო თავისუფლება/გოგა აფციაური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

"ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. მომხდარი უკანონო ქმედების შესახებ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამ ეტაპისთვის, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულ პირთა უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად". - წერია განცხადებაში.

სუს-ი აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას.

კომენტარები