ტაილანდი

დააპატიმრეს ტაილანდის ყოფილი პრემიერი, რომელიც 15 წლის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ტაილანდის ყოფილი პრემიერმინისტრი, ტაქსინ შინავატრა, მისი ვაჟი, პანთონგტაე შინავატრა და ქალიშვილი, პაეტონგტარნ შინავატრა, დონ მუენგის აეროპორტში, ბანგკოკში, 2023 წლის 22 აგვისტოს.
Athit Perawongmetha

ტაილანდის ყოფილ პრემიერმინისტრი, ტაქსინ შინავატრა 15 წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს.

ის ტაილანდში 22 აგვისტოს, დილით, კერძო თვითმფრინავით ჩავიდა, საიდანაც  ბანგკოკის ციხეში გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელთა ცნობით, ტაქსინ შინავატრა უსაფრთხოდაა და პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ტაილანდის ყოფილ პრემიერს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. Მას ბრალს ძალადობრივი კონფლიქტების ფონზე მუსლიმურ სამხრეთ პროვინციებში ადამიანთა უფლებების რღვევასა და "ნარკომანიის ომში" სდებენ, რომელსაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, სწორედ ამ ბრალდებების გამო დატოვა მან ტაილანდი 2008 წელს. თუმცა, თავად არსებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 

ტაილანდის მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ტაქსინ შინავატრამ ქვეყანაში ჩამოსვლამდე დადო გარიგება, რომელიც მას ხანგრძლივ პატიმრობას თავიდან აარიდებს.

დიდი ხანია, კონსერვატორ როიალისტებს ტაქსინ შინავატრას, ტაილანდის ყველაზე წარმატებული ლიდერის ეშინიათ და მის დასასუსტებლად  ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალებებს და სადავო სასამართლო საქმეებს მხარს უჭერენ.

კომენტარები