ვორონეჟის ოლქში, პანინსკის რაიონში ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად ჯილეხის, იგივე ანტრაქსის ინფექციის შემთხვევა გამოვლინდა. ჯილეხის სპორების აღმოჩენის გამო პანინსკის რაიონში სამი თვით, 16 ნოემბრამდე საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა.
გავრცელებული ინფორმაციით ჯილეხის ინფექცია ინფიცირებული ცხოველის ჩონჩხთან კონტაქტის შედეგად გავრცელდა.
ინფორმაციას ანტრაქსის აღმოჩენის შესახებ The Moscow Time ავრცელებს.





