თურქეთი

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა – დაიღუპა 12 ადამიანი

თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.  

"იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა”. - ნათქვამია ანგარიშში. 

დაშავებულები სორგუნის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იოზგატის გუბერნატორმა მეჰმედ ალი ოზქანმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა, თქვა, რომ ავარიის მიზეზის დასადგენად გამოძიებაა საჭირო. იუსტიციის მინისტრის ილმაზ ტუნჩის თქმით, გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარები