Google

რუსეთი Google-ს უკრაინის ომის შესახებ "ცრუ ინფორმაციის" არ წაშლის გამო აჯარიმებს

Getty Images

რუსეთის სასამართლო ტექნოლოგიურ კომპანია Google-ს უკრაინის ომის შესახებ "ცრუ ინფორმაციის" არ წაშლის გამო 3 მილიონი რუბლით აჯარიმებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

17 აგვისტოს მოსკოვის სასამართლომ Google-ი დამნაშავედ ცნო YouTube-დან "აკრძალული ინფორმაციის" არ წაშლის გამო, რომელშიც, სავარაუდოდ, დეტალურადა აღწერილი, თუ როგორ უნდა შევიდნენ გარკვეულ დაცულ ობიექტებში. ამასთან, მოსკოვმა ტექნოლოგიური კომპანია "უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის" შესახებ გავრცელებული "ცრუ ინფორმაციის" არ წაშლის გამოც ცნო დამნაშავედ. 

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა გააძლიერა ისეთი ონლაინ კონტენტის კონტროლი, რომელიც მის მონათხრობს ეწინააღმდეგება. 15 აგვისტოს, მოსკოვმა "ყალბი შინაარსის" არ წაშლის გამო Reddit დააჯარიმა. მანამდე, რუსეთის სასამართლომ Apple და Wikipedia-ც დააჯარიმა. Wikimedia Foundation, რომელიც Wikipedia-ს ფლობს, რუსეთმა არაერთხელ დაჯარიმა, თუმცა კომპანიამ ინფორმაციის წაშლაზე უარი თქვა.

სხვა დასავლური ტექნოლოგიური კომპანიების მსგავსად, ნაწილობრივ დასავლური სანქციებისა და ნაწილობრივ უკრაინის მთავრობის ზეწოლის გამო, რუსეთში საქმიანობა Google-მაც შეამცირა.

კომენტარები