რუსული ნავთობი

რუსეთი ნავთობს G7-ის მიერ დაწესებულ ლიმიტზე მაღალ ფასად ყიდის – Financial Times

BBC

Financial Times-ის გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რუსული კომპანიები ტრანსპორტირების ხარჯების ზრდის გამო ნავთობს დიდი შვიდეულის (G7) მიერ დადგენილ ლიმიტზე მაღალ ფასად ყიდიან

ბალტიისპირეთის პორტებიდან ინდოეთისკენ მიმავალი რუსული გემების მიერ ნავთობის გადაზიდვასთან დაკავშირებით დადებული კონტრაქტების შესწავლის საფუძველზე, გამოცემა აღნიშნავს, რომ მაისში, ივნისსა და ივლისში რუსული ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, შესაძლოა, $1.2 მილიარდს შეადგენდეს. 

G7-ის მიერ დაწესებული ფასის ლიმიტის მიზანი, რომელიც ბარელზე $60-ს შეადგენს, მსოფლიო ბაზარზე რუსული ნავთობის ნაკადის შენარჩუნების პარალელურად, რუსეთის შემოსავლების შემცირებაა. ამასთან, ფასის ლიმიტი არ ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვის დაწესებას ტრანსპორტირების ხარჯებზე. 

FT ინდოეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ფასის ლიმიტის პირობებში, გასული წლის დეკემბრიდან ივნისის ჩათვლით რუსული ნავთობის საშუალო ფასი $68-ს შეადგენდა. ფასში შედის როგორც ნავთობის ფასი, ასევე დაზღვევისა და ტრანსპორტირების ხარჯები. 

გარდა ამისა, ინდოეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც რუსეთიდან გადაზიდული ნავთობის ერთ-ერთი შემსყიდველია, FT-ს უთხრა, რომ ინდოელი მომხმარებლები რუსულ ნავთობს ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით ყიდულობენ. მან ასევე აღნიშნა, რომ კონტრაქტის ფარგლებში სატრანსპორტო ხარჯებთან დაკავშირებით მეორე მხარესთან მოლაპარაკებები არ ჰქონიათ. 

ამასთან, გამოცემა წერს, რომ მაისში, ივნისსა და ივლისში ბალტიისპირეთიდან გადაზიდული ნავთობის დაახლოებით 40% რუსეთთან დაკავშირებულ გემებზე მოდიოდა. სააგენტო Argus-ის შეფასებით, რუსულ გემების ამ მარშრუტზე მიღებული ჯამური შემოსავალი კვარტალში, შესაძლოა, $350 მილიონზე მეტს შეადგენდეს. 

Financial Times-ის მიხედვით, ბალტიისპირეთის პორტებში ფასის ზღვრულ ლიმიტზე ქვემოთ შენარჩუნებამ რუსეთს დასავლური დაზღვევის მქონე გემების გამოყენების საშუალება მისცა - გემების ნახევარზე მეტი მარშრუტზე ამავე კვარტალში G7-ის წევრი ქვეყნების დაზღვევით სარგებლობდა, მათგან 46-ს კი ბერძნული ბერძენი გემების მენეჯერები მართავენ.

გამოცემა ასევე ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ნავთობის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ივლისში ლიმიტის დაწესების შემდეგ სატვირთო ხარჯების გარეშეც კი მაქსიმუმს მიაღწია. 

კომენტარები