რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლუცკში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული საწარმო შვედური კომპანია იყო

სარაკეტო დარტყმის მიმდებარე ლოკაცია ქალაქ ლუცკში

დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის ოლქის ქალაქ ლუცკში მდებარე საწარმო, რომელზე სარაკეტო დარტყმასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შვედური ქარხანა იყო.

ობიექტი ეკუთვნოდა შვედურ კომპანია SKF-ს, რომელიც საკისრებს აწარმოებს. დაღუპული ადამიანები საწარმოს თანამშრომლები არიან.

"გასულ ღამეს ქალაქ ლუცკზე უკრაინაში იერიში მიიტანეს და ეს იერიში ჩვენს ქარხანას შეეხო... ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა დადასტურება, რომ დაიღუპა ჩვენი სამი კოლეგა". - თქვა SKF-ის სპიკერმა, კარლ ბიერნსტამმა.

საკისრების უდიდეს მწარმოებელ კომპანიას უკრაინაში დაახლოებით 1100 თანამშრომელი ჰყავს. მათი უმრავლესობა ლუცკის ქარხანაში მუშაობს.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ბოლო სარაკეტო იერიშები 15 აგვისტოს გამთენიისას მიიტანა. განგაში ისმოდა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. შენობები დაზიანდა ლვოვისა და ჩერკასის ოლქებში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 28 ფრთოსანი რაკეტიდან 16-ის უვნებელყოფა შეძლეს.

კომენტარები