წყალმომარაგების შეზღუდვა

დიდუბის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება

დიდუბის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიზეზად წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ასახელებს.

15 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან 17 აგვისტოს 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში - წერეთლის გამზირს, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, გოგოლაურის, ვანის, კედიას, კერესელიძის, გვეტაძის, ფიფიების, ფიფიას, ევდოშვილის, ყიფიანის, ფოთის, გორის, ბათუმის, ბაგრატიონის, ქუთაისის, მეტრეველის, ქურდიანის, ცაბაძის, კოსმონავტების, სანაპიროს, აგლაძის, დგებუაძის, ხოშარაულის, გუდაუთას, გაფრინდაულის, იშხნელების, სოხუმის, ზუგდიდის მაიაკოვსკის და იამანიძის ქუჩებს, თევდორე მღვდელის ქუჩა N13-57 და N16-48, რობაქიძის ქუჩა N 7-ს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები