14 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. აღნიშნული სამხედრო დახმარების საერთო ღირებულება 200 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება.
ბლინკენის განცხადების შემდეგ პენტაგონმა დაადასტურა, რომ სამხედრო დახმარების პაკეტში იქნება: HIMARS-ისა და Patriot-ის სისტემები, 155 და 105 მმ-ის კალიბრის საარტილერიო ჭურვები, 120 მმ-ის კალიბრის ტანკების ამუნიციას, TOW-ს ტიპის რაკეტებს, Javelin-ის ანტისატანკო სისტემებს და ლოგისტიკურ სისტემებს.
ბლინკენმა განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას ყველა შესაძლო გზით ომის დასრულებამდე.





