NATO

დანიის საჰაერო ძალებმა NATO-ს საჰაერო სივრცისკენ მიმავალ რუსულ ბომბდამშენებს გზა გადაუჭრა

დანიის F16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, 2020 წლის 14 იანვარი
REUTERS/Johanna Geron/File Photo

დანიის საჰაერო ძალებმა გზა გადაუჭრა ორ რუსულ ბომბდამშენს, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყნის, ნიდერლანდების კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიფრინავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების საჰაერო ძალები ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, 14 აგვისტოს დილითვე შესაბამისმა უწყებებმა ნიდერლანდების F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნის ბრძანება გასცეს. თუმცა, რუსულ ბომბდამშენებს გზა მანამ გადაუჭრეს, სანამ ისინი NATO-ს საჰაერო სივრცეში შევიდოდნენ.   

ნიდერლანდების საჰაერო ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავებს გზას იმ შემთხვევაში უჭრიან, თუ მათ არ აქვთ უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი და საფრენი გეგმა, ასევე თუ მათთან ორმხრივ კონტაქტზე გასვლა შესაძლებელი არაა. მისვე თქმით, რუსული თვითმფრინავები არცთუ ისე იშვიათად არღვევენ ან უახლოვდებიან ნიდერლანდების საჰაერო სივრცეს.

კომენტარები