საგარეო ვაჭრობა

2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%–ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის იანვარი-ივლისის საქონლით 2023 წლის იანვარი-ივლისის საქართველის საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე $12 097.6 მილიონია, რაც წინა წელთა შედარებით 18%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $3 575.6 მილიონი, ხოლო იმპორტი $8 522.1 მილიონია. ორივე მათგანი წინა წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ივლისში $4 946.5 მილიონი შეადგინა. სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო მიანიშნებს, რომ ქვეყნის იმპორტი აღემატება ექსპორტს. ტენდენცია წინა წლების მსგავსია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო

საქსტატის მითითებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე 2023 წლის 21 აგვისტოს გამოქვეყნდება.

კომენტარები