აგვისტოს ომი

პრემიერი: ჩვენი ჭკუით, გონიერებით უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, ესაა მიზანი

ჩვენი ეს ლომი ბიჭები, რომ იტყვიან ლომების არმია იბრძოდა თავდადებით, თავგანწირვით და ამ დროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი. 

საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. რა თქმა უნდა, ეს ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა. დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი ოუპირებულია დროებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მაგრამ ჩვენ ჩვენი ჭკუით, ჩვენი გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან.

კომენტარები