ავარია

პენსილვანიაში მამაკაცი თავისი მანქანით სახლის მეორე სართულზე შევარდა

THE JUNCTION FIRE COMPANY

პენსილვანიაში მამაკაცი მანქანით სახლის მეორე სართულზე შევარდა. პოლიციის აზრით, ეს განზრახ ქმედება იყო, რის გამოც, როგორც მედია წერს, მას სავარაუდოდ, ბრალს წაუყენებენ.

მედიასთან საუბრისას ოფიციალურ პირებს არ დაუზუსტებიათ, როგორ აღმოჩნდა მანქანა ამ სიმაღლეზე, თუმცა, ის კერძო სახლის მეორე სართულზე წინა ორი ბორბლით იყო შეჭრილი, უკანა ორი კი გარეთ იყო გადმოკიდებული. სამაშველო სამსახურს მანქანის ჩამოსაყვანად დაახლოებით სამი საათი დასჭირდა.

შემთხვევის დროს სახლში რადენიმე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა. 

მძღოლმა ავარიის შემდეგ მანქანიდან გადმოძრომა და სახურავზე ასვლა შეძლო, რის შემდეგაც დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები