რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის ხსნა იქნება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე ბერლინში, 14 მაისი, 2023.
REUTERS/Fabrizio Bensch

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთის ხსნა იქნება. 

"სადაც არის NATO, იქ ომი არ არის. და ყველა ქვეყანა გაწევრიანდა NATO-ში, რადგან ეშინოდათ, რომ საბჭოთა კავშირი დაბრუნდებოდა. NATO უკრაინისთვის არ არის შეტევითი მისია. ყველგან, სადაც ჩვენ შევუტიეთ, არის ჩვენი ტერიტორია. უკრაინა იბრძვის უკრაინის ტერიტორიაზე და ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ მას. რუსეთი მადლობელი უნდა იყოს, თუ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება, ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთისთვის უსაფრთხოებაა, რომ მომავალში უკრაინა მათ ტერიტორიაზე არასდროს მივა". - თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ NATO-ს ქვეყნები, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ძალიან მოხარული იქნებიან, თუ უკრაინელი ჯარისკაცები მათ ტერიტორიაზე განლაგდებიან და ამ ომის შემდეგ, მშვიდობიან პერიოდში საზღვარს დაიცავენ.

"რადგან ყველას ესმის, რომ ჩვენ გვყავს ძლიერი არმია და ბევრი ჯარისკაცი". - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.

კომენტარები