რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინულმა კონტრდაზვერვამ დონეცკის ოლქში მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი გაანეიტრალა

SECURITY SERVICE OF UKRAINE

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ცნობით, უკრაინულმა მხარემ დონეცკის ოლქში მოქმედი ჯაშუშური ქსელი გამოააშკარავა და გაანეიტრალა. ჯგუფის ლიდერი უკრაინელი ქალი იყო, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომამდე დაიწყო აგენტურული საქმიანობა ჰირნიკში, დონეცკის ოლქში. ჯგუფში ასევე შედიოდა ორი უკრაინელი ქალი და ერთი რუსი ქალი. 

ჯგუფის წევრი ადგილობრივი ქალები ვაგნერის ჯგუფსა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურს აწვდიდნენ ინფორმაციას უკრაინული ძალების მდებარეობის შესახებ. ჯგუფის ოთხივე წევრი პოკროვსკის ოლქიც მცხოვრები იყო. უკრაინის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააპატიმრა ოთხიდან სამი წევრი, მათ შორის რუსეთის მოქალაქე - ისინი სახელმწიფო ღალატისთვის გასამართლდებიან. ჯაშუშური ქსელის მეოთხე წევრმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხა. 

ომის მიმდინარეობისას ჯაშუშური ქსელის სამი წევრი მათ ლიდერს მობილური ტელეფონის საშუალებით აწვდიდა ფოტო და ვიდეო მასალას, აუდიო ფაილებსა და ტექსტურ შეტყობინებებს უკრაინის ძალების განლაგების შესახებ. 

კომენტარები