წყალმომარაგების შეზღუდვა

2 აგვისტოს ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება 42 საათით შეუწყდება

თბილისში, ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება 42 საათით შეუწყდება. ამის მიზეზად GWP უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩასატარებელ გადაერთებით სამუშაოებს ასახელებს.

2 აგვისტოს, 23:30 საათიდან, 4 აგვისტოს 17:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: ჯღენტის ქუჩა N2, ნუცუბიძის ქუჩა N80-86, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N8ა, N9-19, ვაჟა-ფშაველას გამზირს N75, 77, 79; N 72-80, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N5, 25 კორპუსებს, ქავთარაძის ქუჩა N38-44, უნივერსიტეტის ქუჩას (გარდა N2-18; N1-11), მარგიანის, თავხელიძის, მარიჯანის, ალექსანდრე იოსელიანის, ფხაკაძის, დანელიას, წმინდა ვასილესკოს, გიორგი წერეთლის, ჩოლოყაშვილის ქუჩებს, თამარაშვილის ქუჩა N1, 2ა, 3, 4, 9, ბაგების დასახლების ნაწილს, ჭავჭავაძის გამზირს N39-55; N73-78, 80, 82, 83, 84, 85; წყნეთის გზატკეცილს, დოლიძის, საკანდელიძის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ციციშვილის, ტაბლიაშვილის, ამაღლობლის და უჩანეიშვილის ქუჩებს, კაკლების დასახლებას, დაბა წყნეთსა და სოფელ ახალდაბას.

მთაწმინდის რაიონში: დაბა წავკისს, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, სოფლებს: ტაბახმელას, კვესეთს, დიდებასა და სამადლოს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის". - წერია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები