ხალხის ძალა

სუბარი: პარლამენტში დაიწყოს ენმ-ს დანაშაულების შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი

ნაციონალურ მოძრაობაში სამკვდრო-სასიცოცხლო შინაომია პარტიული თანამდებობების, გავლენებისა და ფულის გამო, ზოგი ტოვებს პარტიას და შემდეგ ისევ უკან ბრუნდება, მაგრამ შინაარსში არაფერი იცვლება: ყველა ამართლებს მათ მიერვე ჩადენილ სასტიკ მკვლელობებს, სისტემურ წამებას, უკანონო პატიმრობებს, სასამართლოს სრულად დამორჩილებას და სხვა სისტემურ დანაშაულებს. და მხოლოდ იმას ნანობენ, რომ მსგავსი დანაშაულების ჩადენის საშუალება დღეს არა აქვთ.

ნაციონალური მოძრაობა არის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც უნდა გასამართლდეს მის მიერ ჩადენილი სისტემური და სისტემატური დანაშაულების გამო. სწორედ ამიტომ, გამოვდივარ წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი.

ახლახან ჩვენ ვნახეთ მაგალითი, როცა მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა ოპოზიციური პარტია "შორი“. მოლდოვას აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპამ მას მოუწონა ეს ნაბიჯი. შესაბამისად, თუ ეს არის ევროკავშირში შესასვლელი ბილეთი, რომ ავკრძალოთ დანაშაულებრივი პარტიები, მაშინ ჩვენც დროზე დავიწყოთ ეს პროცესი. იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები პარლამენტში მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას.

წერს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი სოზარ სუბარი თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის საქმეზე. მისი თქმით, "შავაძის მკვლელების დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნაციონალური მოძრაობა დანაშაულებრივი ორგანიზაციაა". 

კომენტარები