ბარბენჰაიმერი

ფრენსის ფორდ კოპოლა: ბარბენჰაიმერი კინოს დიდი გამარჯვებაა

ლეგენდარულმა ამერიკელმა რეჟისორმა, ფრენსის ფორდ კოპოლამ ბარბენჰაიმერის შესახებ აზრი გამოთქვა.

"ფილმები ჯერ კიდევ არ მინახავს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ფილმები, რომლებიც არც დიდი ფრენჩაიზის ნაწილია და არც ცნობილი ფილმის გაგრძელება, დიდ კინოთეატრებს ავსებენ კინოს დიდი გამარჯვებაა". – ამბობს ნათლიის ტრილოგიის ავტორი.

კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერი და გრეტა გერვიგის ბარბი მსოფლიო კინოგაქირავებაში ერთდროულად, 20 ივლისს გამოვიდა. ამ დროისთვის ორივე ფილმი კინოგაქირავების ლიდერია. ასევე სურათებს მაღალი შეფასებები მისცეს კინოკრიტიკოსებმა.

ოპენჰაიმერისა და ბარბის ნახვა დიდ ეკრანზე ქართველი მაყურებლისთვის 20 ივლისიდან არის შესაძლებელი.

კომენტარები