ხალხის ძალა

სუბარი: ხალხის ძალის შექმნიდან პოლიტიკური ვითარება შეცვლილია, ამაში გადამწყვეტი როლი გვაქვს

2022 წლის ივნისში სამმა დეპუტატმა დავტოვეთ საპარლამენტო უმრავლესობა იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად გვეთქვა ჩვენი საზოგადოებისთვის სიმართლე იმ საფრთხეების შესახებ, რაც არსებობდა საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ხოლო 28 ივლისს უკვე ჩვენი მოძრაობა გაფართოვდა და მაშინ გამოვაცხადეთ პირველად, რომ იქმნებოდა საზოგადოებრივი მოძრაობა ხალხის ძალა.

ერთი წლის თავზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მართლა საქართველოში არის აბსოლუტურად შეცვლილი პოლიტიკური ვითარება და ამაში ხალხის ძალას მიუძღვის გადამწყვეტი როლი. პირველ რიგში იმაში, რომ ჩვენ შევძელით აგვეცილებინა საქართველოსთვის ომის საფრთხე, რადგანაც ინფორმირებული საზოგადოებით მანიპულირება არის ძალიან ძნელი და შეიძლება, შეუძლებელიც კი [...] როდესაც ჩვენ ფაქტები გადმოვალაგეთ და ვუთხარით საზოგადოებას ფაქტები, ზუსტად ერთ თვეში ისე გადატყდა ვითარება, რომ ყველგან, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც ჩავდიოდით, გვხვდებოდა მოსახლეობა, გვხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ნათქვამს ჩვენვე გვეუბნებოდნენ.

თქვა ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალის ლიდერმა, ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა.

კომენტარები